Friday, December 7, 2012

დაბინძურებული გარემო


ნარჩენები გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.  ხშირად
ადამიანებს მიაჩნიათ,  რომ ნაგავს თუ თვალს მოაშორებენ,  მათთან დაკავშირებული
პრობლემებიც თავდება.  ეს ასე არ არის.  ნარჩენების    „მოშორება“  ყველაზე ხშირად მათი
ნაგავსაყრელზე  „გადაყრით“  ხდება.  ამ ნაგავსაყრელებზე მათ ტკეპნიან და მიწის ან სხვა
ინერტული მასალის ფენით ფარავენ.  იქმნება შთაბეჭდილება,  რომ ნარჩენები  „გაქრა“.
მაგრამ ეს ასე არ არის _  მიწის ქვეშ დამალული ნარჩენები უბრალოდ აღარ ჩანს, თორემ
გარემოს კვლავაც აზიანებს, და თან საკმაოდ სერიოზულად: ნარჩენების ნაწილი ლპება და
ატმოსფეროში სხვადასხვა მავნე აირებს გამოჰყოფს.  ლპობის შედეგად წარმოქმნილი
მეთანი ხშირად თვითაალდება და იწყება ხის,  პლასტმასის,  ტყავის და სხვა ნარჩენების
მბჟუტავი წვა, რის შედეგადაც უაღრეად მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება და გაიფრქვევა
ატმოსფეროში.  გარდა ამისა,  ნარჩენებში ჩაჟონავს წვიმის წყალი,  რომელიც ნარჩენებში
არსებული მავნე ნივთიერებებით ბინძურდება. თუკი პოლიგონი დაბინურებული ნაჟური
წყლების მოგროვების სისტემით საგანგებოდ აღჭურვილი არ არის,  ისინი
აბდაბინძურებული წვიმი წყალი საბოლოო ჯამში გრუნტის წყლებს ან მდინარეებს
შეერევა და მათ სერიოზულ დაბინძურებას იწვევს.  არსებობს უაღრესად მდგრადი
ნარჩენები, რომლებიც ნაგავსაყრელში ძალზედ ნელა, ათწლეულების მანძილზე იხრწნება
და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰაერს და წყლებს აბინძურებს.
გავრცელებული განმარტებით ნარჩენი არის ის, რაც პატრონს აღარ სჭირდება. ამავე დროს
ხომ ყველა ნარჩენი დაკარგული, ფუჭად გადაყრილი რესურსია, რომელიც შეიძლებოდა ან
კვლავაც შეიძლება სასარგელოდ იქნეს გამოყენებული.  ჩვენ კი მათ  „ვიშორებთ“  და
ამისთვის დამატებით რესურსებსაც ვხარჯავთ _  სულ ცოტა იმ მიწებს,  რომელსაც
ნაგავსაყრელები იკავებს და რომელთა სხვა მიზნით გამოყენება ამის გამო ათეულობით
წლებით,  ან მეტით,  შეუძლებელი ხდება.  მაგბამ ყველა ბუნებრივი რესურსი ხომ
შეზღუდულია.  მათი რაციონალურად გამოყენება ნიშნავს წარმოების ისე აწყობას,  რომ
მინიმალური ნარჩენის წარმოიქმნას. ის ნარჩენი კი, რაც მაინც წარმოიქმნა, მაქსიმალურად
უნდა იყოს გამოყენებული მეორადი მასალის ან    ენერგიის წყაროდ.  ნაგავსაყრელზე
მხოლოდ ის ნარჩენი უნდა ხვდებოდეს, რომლის მეორადი გამოყენება შეუძლებელია.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

No comments:

Post a Comment