დაბინძურებული ჰაერი


 ჰაერი სხვადასხვა აირის ნარევია. დედამიწის ზედაპირის მახლობლად არსებული მშრალი ჰაერის მთელი მასის 78% აზოტია, 21% –ჟანგბადი, 0.03 – არგონი,  0.03 – ნახშირბადი. სხვა აირების – წყალბდის, ნეონის, ჰელიუმის და სხვა რაოდენობა ძალიან მცირეა.
      ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც დედამიწის გარშემო დამცავ ფენას, ე.წ. ატმოსფეროს წარმოქმნის. ჰაერი სიცოცხლისათვის აუცილებელია: ცხოველები სუნთქავენ, მცენარეები კი მისი საშუალებით საკვებს წარმოქმნიან. ამის გარდა, იგი დედამიწას მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს.
          გარემოს დაჭუჭყიანება ძირითადად ადამიანის  საქმიანობის შედეგია. დაბინძურების მთავარი წყაროებია: ტრანსპორტი, მშენებლობა დ მცირე საწარმოები.  ქარხნები ქიმიურ ნარჩენებს მდინარეებსა და ზღვებში უშვებენ,ხოლო საწვავის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლით ჰაერი იწამლება.დაბინძურება ძირითადად ხდება საცხებ-საწვავი მასალებითსაბურავებისა დაგზის საფარის გაცვეთითძრავინად მძიმე ნივთიერების გამოტყორცნითმტვრით,ჭუჭყითრეზინის ცვეთის დროს წარმოიქმნება მტვერიმუხრუჭებისა და გზისსაფარის ცვეთის შედეგადაზბესტის ჭუჭყი.
         გარემოსთვის მავნე ქიმიური ნივთიერებების ატმოსფეროში შეღწევა შესაძელებელია სხვადასხვა ბუნებრივი გზით. გასათვალისწინებელია რომ ქვანახშირის, ნავთობის, ბენზინისა და სხვ. გამიყენება ჰაერის დაბინძურების უდიდესი წყაროა. გამონაბოლქვი შეიცავს ჭვარტლის მყარ ნაწილაკებს და აირებს. ნახშირორჟანგს, აზოტსა და გოგირდის ოქსიდებს და გოგირდწალბადს. მზის ზემიქმედებით ისინი წარმოქმნიან კვამლის საბურველს–სმოგს, რომელიც ამჟამად მრავალი დიდი ქალაქის თავზე მუდმივად არის ჩამოწოლილი. გამონაბოლქვი პირდაპირ ზემოქმედებს ორგანიზმებზე, აგრეთვე იწვევს გარემოში არასასურველ ცვლილებებს, რომლის მავნე ზეგავლენა მოგვიანებით მჟღავნდება. სმოგით დაფარულ ატმოსფეროში აორთქლებული წყალი შეერევა ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს და მათ წვიმასთან ერთად ისევ დედამიწაზე დააბრუნებს.
       ჰაერს ამ ყველაფერთან ერთად აბინძურებს ქალაქის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელზეც ღიად დაყრილი, დაუფარავი ორგანული ნარჩენების ლპობის შედეგად გამიოყოფა მავნე აირები. ადგილი აქვს ნარჩენების ღიად წვას, რომლის დროსაც გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები ქარბის დროს იფანტება.
      მსოფლიოში ყოველწლიურად შიგაწვის ძრავებში იწვება 2 მილიარდი ტ. ნავთოპროდუქტი. მარგი ქმედების კოეფიციენტი შეადგენს 23%, დარჩენილი77% კი გვხვდება გარემოში და იწვევს მის დაბინძურებას ქალაქებში.
     იცვლება და უარესდება ატმოსფეროს ქიმიური შედგენილობამასში იზრდებანახშიროჟანგის შემცველობამცირდება ოზონის შრეჩვენი პლანეტის დამცავიაპკირომელიც იცავს ყოველივე ცოცხალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან

No comments:

Post a Comment