Friday, December 7, 2012

დაბინძურებული გარემო


ნარჩენები გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.  ხშირად
ადამიანებს მიაჩნიათ,  რომ ნაგავს თუ თვალს მოაშორებენ,  მათთან დაკავშირებული
პრობლემებიც თავდება.  ეს ასე არ არის.  ნარჩენების    „მოშორება“  ყველაზე ხშირად მათი
ნაგავსაყრელზე  „გადაყრით“  ხდება.  ამ ნაგავსაყრელებზე მათ ტკეპნიან და მიწის ან სხვა
ინერტული მასალის ფენით ფარავენ.  იქმნება შთაბეჭდილება,  რომ ნარჩენები  „გაქრა“.
მაგრამ ეს ასე არ არის _  მიწის ქვეშ დამალული ნარჩენები უბრალოდ აღარ ჩანს, თორემ
გარემოს კვლავაც აზიანებს, და თან საკმაოდ სერიოზულად: ნარჩენების ნაწილი ლპება და
ატმოსფეროში სხვადასხვა მავნე აირებს გამოჰყოფს.  ლპობის შედეგად წარმოქმნილი
მეთანი ხშირად თვითაალდება და იწყება ხის,  პლასტმასის,  ტყავის და სხვა ნარჩენების
მბჟუტავი წვა, რის შედეგადაც უაღრეად მავნე ნივთიერებები წარმოიქმნება და გაიფრქვევა
ატმოსფეროში.  გარდა ამისა,  ნარჩენებში ჩაჟონავს წვიმის წყალი,  რომელიც ნარჩენებში
არსებული მავნე ნივთიერებებით ბინძურდება. თუკი პოლიგონი დაბინურებული ნაჟური
წყლების მოგროვების სისტემით საგანგებოდ აღჭურვილი არ არის,  ისინი
აბდაბინძურებული წვიმი წყალი საბოლოო ჯამში გრუნტის წყლებს ან მდინარეებს
შეერევა და მათ სერიოზულ დაბინძურებას იწვევს.  არსებობს უაღრესად მდგრადი
ნარჩენები, რომლებიც ნაგავსაყრელში ძალზედ ნელა, ათწლეულების მანძილზე იხრწნება
და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰაერს და წყლებს აბინძურებს.
გავრცელებული განმარტებით ნარჩენი არის ის, რაც პატრონს აღარ სჭირდება. ამავე დროს
ხომ ყველა ნარჩენი დაკარგული, ფუჭად გადაყრილი რესურსია, რომელიც შეიძლებოდა ან
კვლავაც შეიძლება სასარგელოდ იქნეს გამოყენებული.  ჩვენ კი მათ  „ვიშორებთ“  და
ამისთვის დამატებით რესურსებსაც ვხარჯავთ _  სულ ცოტა იმ მიწებს,  რომელსაც
ნაგავსაყრელები იკავებს და რომელთა სხვა მიზნით გამოყენება ამის გამო ათეულობით
წლებით,  ან მეტით,  შეუძლებელი ხდება.  მაგბამ ყველა ბუნებრივი რესურსი ხომ
შეზღუდულია.  მათი რაციონალურად გამოყენება ნიშნავს წარმოების ისე აწყობას,  რომ
მინიმალური ნარჩენის წარმოიქმნას. ის ნარჩენი კი, რაც მაინც წარმოიქმნა, მაქსიმალურად
უნდა იყოს გამოყენებული მეორადი მასალის ან    ენერგიის წყაროდ.  ნაგავსაყრელზე
მხოლოდ ის ნარჩენი უნდა ხვდებოდეს, რომლის მეორადი გამოყენება შეუძლებელია.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

დაბინძურებული საკვები

ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასტ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვე როგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს? მხედველობაში მიიღეთ, რომ ფასტ ფუდს ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმის გამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, აზრი არ აქვს.

გარემო და ადამიანი

სადღეისოდ კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში.
გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევაში, ალერგიული პათოლოგიების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებაში და ამასთანავე აღნიშნული პათოლოგიების სტამდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობაში.
ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც.
აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროსპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად , წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.

დაბინძურებული ჰაერი

მჟავური წვიმები ტბებსა და მდინარებს აბინძურებს, თუმცა წყლის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ეს არაა. არსებობს ქალაქები, სადაც მდინარეში და ზღვაში დღესაც ჩადის ჩამდინარე ბინძური წყლები, ხოლო ქარხანა-ფაბრიკებიდან — მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენები, რის შედეგადაც თევზები და წყლის მცენარეები იხოცება. სოფლის მეურნეობაში ხშირად იყენებენ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს, რომლებიც ძლიერი წვიმის შედეგად შეიძლება მდინარეში ჩაირეცხოს. ზღვას ძლიერ აბინძურებს ტანკერებიდან და ნავთობის კუშკურებhttp://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90იდან ჩაღვრილი ნავთობი.

ჰაერის დაბინძურება

ფაბრიკა-ქარხნებიელექტროსადგურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნებაჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.